მოსახლეობისთვის მტკივნეულ ინიციატივებს ისე ამტკიცებენ, რომ კალაძე საკრებულოში არც გამოჩენილა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობის გაორმაგება, დასუფთავების მოსაკრებლის გაძვირება იურიდიული პირებისთვის, - ეს მერის წინასაარჩევნო სურპრიზებია. მერის ნაცვლად საკრებულოში ვიცე-მერი, მოადგილე და საქალაქო სამსახურების უფროსები მივიდნენ. ამის გამო საკრებულოს ოპოზიციამ კალაძე რეგლამენტის დარღვევასა და წარმომადგენლობითი ორგანოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
გაძვირებული ტრანსპორტი და მერის სხვა "სურპრიზები" საახალწლოდ
27 დეკ 202120:11
3 წუთის საკითხავი